ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მესამე კურსის სტუდენტების ნაშრომები ცნს-ის რიგით მეორე კონფერენციისთვის აარჩიეს. აუდიტორიის წინაშე ნაშრომით თემაზე "ნეონატალური მენინგიტები: როგორ დავიცვათ მომავალი" ნინო დვალი და მარიკა მდივნიშვილი წარდგნენ. თემაზე - „ნელი ინფექციები გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე" მოხსენებით თამარ ლომაია და თამარ თოლორდავა წარდგნენ.
ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების” და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “ვიტალისის” ორგანიზებით 2016 წლის 9 დეკემბერს ი. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით "ცნს კონფერენცია II". კონფერენციაში მონაწილეობას იღებედნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ქართველი და უცხოელი სტუდენტები, რომლებმაც წარმოადგინეს როგორც ზეპირი, ასევე - პოსტერულ პრეზენტაციები. კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებს ხელმძღვანელობას უწევდნენ შესაბამის დარგში მომუშავე პროფესიონალები.
კონფერენციაზე განიხილეს ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური თემები, კვლევები და სიახლეები. სტუდენტებმაი მათ მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებზე შეფასებები, შენიშვნები და რეკომენდაციები მიიღეს პროფესორებისა და პრაქტიკოსი ექიმებისგან.
კონფერენციის გახსნისას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა “ახალგაზრდულ სამეცნიერო გაერთიანებას”, “კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს” (აკად. ფ. თოდუას კლინიკა) და “ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს” შორის.
კონფერენციის დასასრულს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ოთხივე სტუდენტს ცნს კონფერენციაში მონაწილეობის სერთიფიკატები გადაეცათ.