სწავლების მეოთხე წელს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები ერთვებიან კლინიკურ სწავლებაში, რაც გულისხმობს შინაგანი მედიცინის, საოჯახო მედიცინის, ქირურგიული, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ფსიქიატრიული, ნევროლოგიური და ა.შ. მიმართულებების კლინიკურ გარემოში შესწავლას.
კლინიკური სწავლება ამერიკული პროგრამის სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიარონ სამედიცინო პრაქტიკა, მიიღონ შესაბამისი გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებებში, დააკვირდნენ კლინიკურ გარემოს და აკადემიური პერსონალის ზედამხედველობით ისწავლონ სხვადასხვა დეპარტამენტებში მუშაობის პრინციპები.
კლინიკური სწავლებისას დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები ჩართულნი არიან პაციეტების გამოკვლევასა და მკურნალობაში როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარის პირობებში. სტუდენტები ხშირად ეხმარებიან ექიმებს ოპერაციებსა და სხვა სამედიცინო პროცედურებში.
კლინიკური ტრენინგის მიზანია შეასწავლოს პროგრამის სტუდენტს როგორც კოლეგებთან, პაციენტთან, პაციენტის გარშემომყოფებთან აკადემიური ურთიერთობის, ისე პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, ფიზიკური, ინსტრუმენტული, ლაბორატორიული და პაციენტზე ზრუნვის ძირითადი პრინციპები. გარდა ამისა, კლინიკური ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს სტუდენტს მომავალი სარეზიდენტო პროგრამის სწორად შერჩევაში. კლინიკური ტრენინგის დროს სტუდენტი ურთიერთობს რეალურ პაციენტთან როგორც სტუდენტი-ექიმი (აკადემიური პერსონალის მეთვალყურეობით), მაგრამ მის შეფასებებსა და რეკომენდაციებს განიხილავს და ამტკიცებს კლინიკური სასწავლო კურსის ხელმძღვანელი.