კვლევითი კომპონენტი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის გაზაფხულზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) საქართველოს წარმომადგენლებს შორის გაფორმდა მემორანდუმი.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობით ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული სამედიცინო განათლების და სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში, უპირველესად, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში.
ზემოხსენებული დაწესებულება განთავსებულია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის ცენტრში.