დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის გუნდი ორიენტირებულია სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. სტუდენტის შეფასებისა და მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე პროგრამა მხარს უჭერს სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ, აკადემიურ და სოციალურ საქმიანობას. მსგავსი სახის აქტივობები ხელს უწყობს ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ორგანიზაციულ და დროის მენეჯმენტის უნარების განვითარებას, გუნდურობას, ასევე, განსაკუთრებული ინტერესების,- ცეკვის, ლაშქრობის, ფეხბურთის, ფილოსოფიის და სტუდენტების სხვა ინტერესების განვითარებას.