დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა შემუშავებულია და ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის ერთობლივი პროექტის საფუძველზე. პროგრამა უზრუნველყოფს თანამედროვე დასავლური სტანდარტის სამედიცინო განათლების მიწოდებას. აშშ-ის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებისთვის (USMLE) მომზადება პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტია. ინგლისურენოვანი სწავლება და პროგრამის სტრუქტურა სტუდენტს უადვილებს, უნივერსიტეტში სწავლის დროს ჩააბაროს აშშ-ის რეზიდენტურის სალიცენზიო გამოცდები: USMLE Step 1, Step 2 CK, Step 2 CS. პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ, კლინიკური სწავლების გარკვეული ეტაპები გაიარონ ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა, აშშ). სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი.
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მიზანია:
• აღზარდოს საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი და კომპეტენტური ექიმი, რომელიც მზად არის დიპლომისშემდგომი განათლების მისაღებად როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
• სწავლების ადრეულ ეტაპზე სტუდენტს განუვითაროს კლინიკური და სამეცნიერო მუშაობის უნარ-ჩვევები.
• მომავალ ექიმს განუვითაროს უწყვეტი პროფესიული ზრდის და განვითარების დახელოვნების მოტივაცია.