თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ორი ქვეყნის ძლიერი სამედიცინო უნივერსიტეტი აქტიურად ურთიერთობენ სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართვის კუთხით. თსსუ-ის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორები წარმატებით თანამშრომლობენ ემორის მედიცინის სკოლასთან. სტუდენტების კლინიკურ საქმიანობაში ადრეული ჩართვა პროგრამის ერთ–ერთი ძირითადი მიზანია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ემორის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, კლუნიკური როტაცია გაიარონ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში, ხოლო ECTS კრედიტები, რომელსაც აღნიშნული როტაციის ფარგლებში სტუდენტი მიიღებს ემორის მედიცინის სკოლაში, აღიარებული იქნება თსსუ-ის ამერიკული პროგრამის მიერ. აღნიშნული პრივილეგიით სარგებლობის უფლება აქვთ პროგრამის მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებსაც წარმატებით ექნებათ ჩაბარებული ამერიკის სალიცენზიო გამოცდის პირველი საფეხური (USMLE STEP 1).
გარდა ზემოაღნიშნული შესაძლებლობისა პროგრამა წარჩინებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს კურიკულუმისგარეშე აქტივობის ფარგლებში გაეცნონ სამედიცინო განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების ამერიკულ სისტემას და აწარმოონ კლინიკური პრაქტიკის დაკვირვება ემორის მედიცინის სკოლასა და მის კლინიკურ ბაზებზე.
ასევე, პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ემორის უნივერსიტეტის სხვადასხვა სასერტიფიკატო პროგრამებში, როგორიცაა: ჯანდაცვის ადმინისტრირება, ჯანდაცვის სამართალი, საზოგადოებრივი ჯანდაცვა.