დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია სტუდენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომა. სწორედ ამ მიზნით ფუნქციონირებს პროგრამაზე მცირე ჯგუფების კოორდინატორთა ინსტიტუტი. დღეისათვის პროგრამაში მცირე ჯგუფის 14 კოორდინატორია ჩართული. მცირე ჯგუფის კოორდინატორები, გარდა ჯგუფების კოორდინირებისა, კითხულობენ კურსს - „გახდი ექიმი"
მცირე ჯგუფის კოორდინატორის მოვალეობაა მენტორობა გაუწიოს მცირე ჯგუფს, რომელიც საშუალოდ 10–13 სტუდენტისგან შედგება. მცირე ჯგუფის კოორდინატორები ეხმარებიან სტუდენტებს როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ, პროფესიონალურ და კარიერულ განვითარებაში. მცირე ჯგუფის კოორდინატორების სისტემა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებს დახმარებას უწევს წარამტების მიღწევაში.