საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სტუდენტის შიდა საუნივერსიტეტო მობილობა ერთი პროგრამიდან მეორეზე, აგრეთვე, სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან დაშვებულია მხოლოდ სწავლების მეორე წლიდან პროგრამის სტუდენტთა კვოტის ფარგლებში.
უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტი ფაკულტეტის დეკანატში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
ა) სრული საშუალო განათლების მოწმობის დედანი;
ბ) ცნობა სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ (ვაჟებისათვის);
გ) ოთხი ცალი 3X4 ფოტოსურათი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედანის წარმოდგენა
ხდება პირადად);
ე) უნივერსიტეტის შინაგანაწესით დადგენილი სხვა საბუთები.
სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ტრანსკრიპტის საფუძველზე პროგრამის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას, რომელ კურსზე უნდა გააგრძელოს სტუდენტმა სწავლა და რომელი საგნების გავლა არის სტუდენტისათვის აუცილებელი.