თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ყოველი სასწავლო წლის დაწყებას „თეთრი ხალათების ცერემონიით“ ხვდება. პროგრამის სტუდენტებისთვის თეთრი ხალათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველკურსელებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ემბლემიანი თეთრი ხალათებით, ტრადიციულად, პომპეზურ ღონისძიებაზე მოწვეული საპატიო სტუმრები მოსავენ.