საქართველოს კანონმდებლობისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად სტუდენტს შეუძლია სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები.
სტიპენდიები მხოლოდ და მხოლოდ ერთი პრინციპით გაიცემა – ეს არის მაღალი აკადემიური განათლება: სასწავლო კურსების დასრულებისას (კრედიტის მინიჭებისას) მიღებული ქულები ყოველი სემესტრის ბოლოს GPA რეიტინგის სახით (რაც ქულათა მეშვეობით სემესტრულად იკლებს ან იმატებს) ჯამდება. ხოლო რეიტინგი უნივერსიტეტში ყველა სტიპენდიის გაცემის საფუძველია (GPA განსაკუთრებული მოთხოვნა, მაგალითად, სახელობითი სტიპენდიის მოთხოვნის დროს).
ყოველი სემესტრის ბოლოს სტიპენდიანტთა მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს GPA-ზე დამოკიდებულებით. თუკი ერთ სემესტრში რომელიმე სტუდენტი ქულებით სხვას აჯობებს, ბუნებრივია, წინამორბედს ჩაანაცვლებს.