თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ეგიდით პროგრამის სტუდენტებისთვის თამაში Brain Ring 2017 გაიმართა, რომელიც ინტელექცუალურ თამაშს „რა? სად ? როდის?“ ეფუძნება. 1 აპრილს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის თამაში ორ რაუნდად ჩატარდა. თამაშს თსსუ ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ეკა ეკალაძე ესწრებოდნენ.
მონაწილეები ერთმანეთს 20 შეკითხვის პასუხში ეჯიბრებოდნენ. თამაშის მოსაგებად გუნდებს მაქსიმალური რაოდენობის სწორი პასუხები უნდა დაეგროვებინათ. თითოეული გუნდი 5 მონაწილისგან შედგებოდა. სტუდენტებმა გუნდებს სახელები თავად მოუფიქრეს: Puzzlers, Global Gym Purple Cobras, Homo sapiens, Pentagon, Masaccio, Aquarium, Phoenix, Team X. თამაში საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. გამარჯვებული გუნდის გამოსავლენად დამატებითი რაუნდი გახდა საჭირო. ბრძოლა Massacio - სა da Homo Sapiens-ს შორის გაიმართა. საბოლოოდ, გამარჯვებული Massacio გახდა. მონაწილე სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცათ. გამარჯვებული გუნდი Brain Ring-ის თასს დაეუფლა.
ინტელექტუალური თამაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველი წლის 1 აპრილს გაიმართება. თამაშის იდეისა და ორგანიზების ავტორი პროგრამის მსოფლიო ცივილიზაციების კურსის ხელმძღვანელი, ლაშა ქურდაშვილი გახლავთ.