2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...
24 ოქტომბერს ჩვენი პროგრამის სტუდენტები სპორტული თამაშების დაჯილდოების ცერემონიაზე შეიკრიბნენ. USMD-ის სპორტის დეპარტამენტმა სხვადასხვა შ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები ემორის უნივერსიტეტის წარმოამდგენლებს შეხვდნენ. საორიენტაციო კვირ...
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვილნიუსის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლები: ვაივა ჰენდრიქსონი - მედიცინის ფაკულტეტის ვიცე-დეკანი, კატერინა ბორტკევიჩი - ამავე ფაკულტეტის სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და არტურას სალტისი - სტუდენტთა საქმეების ოფისის ხელმძღვანელი სტუმრობდნენ. აღნიშნული ვიზიტის მიზანი გახლდათ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის იმპლემენტაციის გაცნობა გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობისათვის. აღნიშნული ვიზიტი დაიგეგმა პროფესორ ვაივა ჰენდრიქსონის მიერ გასულ წელს თსსუ-ში სტუმრობის პერიოდში, როცა იგი უნივერსიტეტის სხვა აქტივობებთან ერთად თსსუ-ის ამერიკულ პროგრამას გაეცნო.
სტუმრების ვიზიტის ფარგლებში შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ადმინისტრაციულ გუნდთან, აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებთან. ვილნიუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ რექტორის ადმინისტრაციის უფროსს, ქნ. ირინა კაპეტივაძეს და საერთაშორისო სტუდენტთა მიღების დეტალებზე და საზოგადოებასთან ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი, სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ. ასევე, პროგრამის ამერიკულ მხარესთან ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლიდან გაიმართა სკაიპ-კონფერენცია, დაიგეგმა სამომავლო ურთიერთობის ნაბიჯები.