10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • თსსუ-ში ემორის უნივერსიტეტის ასი

თსსუ-ში ემორის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა ქეთევან კობაიძემ საჯარო ლექცია გამართა

კომენტარი (0) გაზიარება (0)

2017 წლის 5 ივლისს 15:00 საათზე ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასისტენტ პროფესორმა ქეთევან კობაიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა თემაზე „საინტერესო შემთხვევები მედიცინიდან - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გამოცდილების ჭრილში“ (დიფტერიის ეპიდ.აფეთქება, ბოტულიზმი, ციმბირის წყლული და სხვა).
ქეთევან კობაიძემ დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. იგი, ასევე, ფლობს მედიცინის დოქტორის ხარისხს იმუნოლოგიასა და ალერგოლოგიაში. მისი სადოქტორო ნაშრომი B ჰეპატიტის იმუნოლოგიას ეძღვნება. 
ქეთევან კობაიძე 1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (NCDC) დიფტერიის ეპიდემიოლოგიის მიმართულების დირექტორად,სწორედ აქ მიიღო მან მიწვევა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიდან,სადაც 2001 წლამდე განაგრძობდა მუშაობას. მან სტაჟირება დაასრულა მერჩერის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში. ამავე დროს, ქეთევან კობაიძემ 2006 წელს დაამთავრა რეზიდენტურა შინაგან მედიცინაში ატლანტის სამედიცინო ცენტრში.

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ქართველმა პროფესორმა 2011 და 2016 წლებში მიიღო ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ჯილდო – Golden Apple Teaching Award. იგი ჩართულია მრავალ კლინიკურ და სამეცნიერო კვლევაში, გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო პუბლიკაცია. ემორის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი ეწევა ძალზე ინტენსიურ სასწავლო და კლინიკურ საქმიანობას და აქტიურად მონაწილეობს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის სტუდენტებისა და რეზიდენტების სწავლებაში.

თსსუ-ში ქეთევან კობაიძის საჯარო ლექცია უნივერსიტეტის, თსსუ-ის პროფესორებთან და ამერიკული პროგრამის სტუდენტებტან დისკუსიით, საინტერესო კითხვა-პასუხით დასრულდა. ემორის უნივერსიტეტის წარმატებულმა ქართველმა ასისტენტ პროფესორმა აუდიტორიას სხვადასხვა საკითხში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. 
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქეთევან კობაიძეს თანადგომისთვის!

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS