10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ემორის პროფესორების - ესიაშვილის

ემორის პროფესორების - ესიაშვილისა და კლასსის საჯარო ლექცია

კომენტარი (0) გაზიარება (0)

ემორის პროფესორებმა, ნათია ესიაშვილმა და მარკუს კლასმა ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია გამართეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ემორის უნივერსიტეტის პროფესორები, ნათია ესიაშვილი და მარკუს კლასი ეწვივნენ. თბილისში ჩამოსვლამდე ისინი გლობალური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში კაიროში, ადგილობრივი პედიატრიული ონკოლოგიის საავადმყოფოში 3-დღიანი სემინარის ჩასატარებლად იმყოფებოდნენ.

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის ლექციის ფორმატი და თემა ემორისა და თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის აკადემიური პერსონალის წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე შეირჩა.

ნათია ესიაშვილი, (MD, ემორის მედიცინის სკოლის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ხარისხის უფროსი ოფიცერი): „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს. ისინი ძალიან აქტიურები არიან და როგორც ჩანს, დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ. ძალიან მიხარია, რომ სტუდენტები საკმაოდ კარგად ახდენენ საბაზისო მეცნიერებების ინტეგრაციას კლინიკურ საკითხებში".

ნათია ესიაშვილი თსსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. დღეს იგი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წევრია, აღსანიშნავია, რომ 2015 წელს რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის მთავარ ოფიცრად დასახელდა. ნათია ჩართულია ბავშვთა ავთვისებიანი ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობაში, კერძოდ, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისას რადიოთერაპევტების გუნდის წევრია, ამავე დროს, იგი ახალგაზრდებში კიბოსგან განკურნების პროგრამის თანათავმჯდომარე, ემორის უნივერსიტეტის კიბოს პრევენციისა და კონტროლის ჯგუფის წევრი და პედიატრიული რადიაციული ონკოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. ნათია ესიაშვილის ბიოგრაფია ამერიკის რადიაციული ონკოლოგიის, ასევე, კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოებების, რადიოლოგიის ამერიკული კოლეჯისა და ბავშვთა ონკოლოგიის ჯგუფის წევრობას მოიცავს. იგი 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის შემუშავებულ პროგრამებს.

მარკუს კლასი, (MD, PhD , ემორის მედიცინის სკოლის ანესთეზიოლოგიის ასისტენტ -პროფესორი): „ვფიქრობ, რომ სტუდენტებმა უფრო ღრმად გაიგეს ანესთეზიოლოგიისა და ონკოლოგიის თანამედროვე მიდგომების შესახებ, ვფიქრობ, ეს ლექცია დაეხმარება მათ არჩევანის გაკეთებაში. ჩვენ დაინტერესებული ვართ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელებით როგორც თბილისში, ისე ატლანტაში".

მარკუს კლასი ემორის უნივერსიტეტის წამყვანი ანესთეზიოლოგია. მისი კვლევის ინტერესი მოიცავს ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს. კლასი ჩართულია ანესთეზიოლოგიასთან დაკავშირებულ ეროვნულ პროგრამებში. გარდა დაგეგმილი სალექციო საკითხებისა, სტუდენტები დაინტერესდნენ სტუმრების ამერიკული გამოცდილებით, რეზიდენტურის პრობლემებით და სხვ. ნათია ესიაშვილმა და მარკუს კლაუსმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს ამერიკული პროგრამის სტუდენტებს თავიანთი გამოცდილებიდან.

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებთან დისკუსია ლექციის დასრულების შემდეგ აუდიტორიიდან დერეფანში გაგრძელდა. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ნათია ესიაშვილსა და მარკუს კლასს თანადგომისათვის!

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS