ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტების ვიზიტი გენეტიკის ლაბორატორიებში 2015 წლის 19–28 ნოემბერს თსსუ–ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის უცხოელმა და ქართველმა სტუდენტებმა გაიარეს გენეტიკის მოდული (პროფ. ელენე აბზიანიძე, ასოც. პროფ. ნ. ფირცხელანი, ასისტ. პროფ. თ. ტყემალაძე). მოდულის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ ლექცია–პრაქტიკული მეცადინეობა პრენატალური დიაგნოსტიკის ცენტრში და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც განხილული იყო მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის ყველაზე ფართოდ გამოყენებული დიაგნოსტიკური მეთოდები (მათ შორის პრენატალური დიაგნოსტიკის მეთოდები, კარიოტიპირება, დნმ–ის იზოლირება, PCR, სექვენირების პრინციპები და სხვა), მათი მნიშვნელობა და გამოყენება მედიცინაში. სტუდენტები გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიების მუშაობას და დანერგილ სიახლეებს. სტუდენტებმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი დნმ ლაბორატორია დათვალიერეს და დანერგილ სიახლეებს გაეცნენ, რის შემდეგაც მათ ბიოლოგიური დეპარტამენტის ექსპერტმა, ნინო ფირცხელანმა მოლეკულური გენეტიკის კვლევის მეთოდებში პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარა. სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ასეთი ტიპის პრაქტიკასთან დაახლოებული მეცადინეობის მიმართ და აღნიშნეს, რომ მსგავსი პრაქტიკული მეცადინეობები ხელს უწყობს მათი თეორიული ცოდნის გაღრმავებას. ვთვლით, რომ მსგავსი პრაქტიკული საქმიანობა დადებითად იმოქმედებს სტუდენტებზე და დაეხმარება მათ, ჩამოყალიბდნენ მაღალკვალიფიციურ ექიმებად. ექსპერტიზის ბიუროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტთან და ხშირად უწევს ორგანიზებას მსგავსი სახის ღონისძიებებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.