2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...
24 ოქტომბერს ჩვენი პროგრამის სტუდენტები სპორტული თამაშების დაჯილდოების ცერემონიაზე შეიკრიბნენ. USMD-ის სპორტის დეპარტამენტმა სხვადასხვა შ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები ემორის უნივერსიტეტის წარმოამდგენლებს შეხვდნენ. საორიენტაციო კვირ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტი ნიკოლოზ ხუხუნაიშვილი წარსდგა ზეპირი მოხსენებით, ღია მეცნიერების პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ჩატარებულ კონფერენციაზე - „მიკრობულ სამყაროსთან თანაცხოვრება და გამოწვევები". პროგრამის სტუდენტის თემის სათაური იყო „21-ე საუკუნის გამოწვევა მედიცინაში: ბაქტერიების მულტირეზისტენტული შტამების გავრცელებით გამოწვეული ჩუმი პანდემია". ნიკოლოზ ხუხუნაიშვილს მენტორობა გაუწია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ დიდბარიძემ.
აღნიშნული კონფერენცია ორგანიზებული იყო: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაციისა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდის მიერ.
მეტი: https://www.facebook.com/share/p/Jgk6R4Pbump1bLYT/?mibextid=oFDknk