10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • განათლებისა და მეცნიერების მინის

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თსსუ-ის მეორე სასწავლო კორპუსი გახსნა

კომენტარი (0) გაზიარება (0)

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თბილისის საელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე სასწავლო კორპუსი გახსნა. თსსუ-ის ადმინისტრაციასთან ერთად მინისტრმა დაათვალიერა განახლებული ისტორიული შენობა, რომელსაც რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ჩაუტარდა, ამასთან აღიჭურვა უახლესი ლაბორატორიებით, ტექნიკით, საკონფერენციო სივრცეებითა და აუდიტორიებით.

 მეორე სასწავლო კორპუსში ვიზიტის ფარგელებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის გუნდსაც შეხვდა. პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ მინისტრს გააცნო პროგრამის სპეციფიკა, ესაუბრა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასთან (აშშ, ატლანტა) მრავალწლიან ურთიერთობაზე, ამერიკული მხარის ჩართულობასა და როლზე პროგრამის შემუშავებასა და განვითარებაში, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მიღწევებზე ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზირების გამოცდებსა (USMLE) და აშშ რეზიდენტურაში.

 ვიზიტის დროს მინისტრი ადგილზე გაეცნო თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო პროცესით გათვალისწინებულ მიმდინარე პრაქტიკულ აქტივობებს: კურსის - ,,გახდი ექიმი“- ფარგლებში მეხუთე სემესტრის სტუდენტებისთვის სიმულირებული პაციენტის მონაწილეობით სასუნთქი სისტემის ფიზიკალურ გასინჯვას, ქირურგიული კერვის პრაქტიკულ მეცადინეობას,  სიმულაციურ ტრენინგს - „სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი“ (BLS - Basic Life Support), რომელიც, პირველსემესტრელ სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრების ფარგლებში, უფროსკურსელების მიერ ორგანიზებული აქტივობაა.

 ახალ 2023-2024 სასწავლო წელს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა უნივერსიტეტის განახლებულ, მეორე სასწავლო კორპუსში შეხვდა.

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS