ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
27 სექტემბერს, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ადმინისტრაციის ორგანიზებით, პირველსემესტრელ სტუდენტებთან საორიენტაციო შეხვედრები დაიწყო.
შეხვედრის დროს პირველსემესტრელმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამის სტრუქტურის შესახებ, ასევე გაეცნენ კონკრეტულ დეტალებს აკადემიური სასწავლო პროცესების ძირითადი კომპონენტებისა და რეგულაციების შესახებ, მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური და სხვა სასწავლო და ექსტრაკურიკულური აქტივობების შესახებ.
საორიენტაციო შეხვედრის შემდეგ პროგრამის ადმინისტრაციულმა გუნდმა პირველსემესტრელებს მცირე ჯგუფის კოორდინატორები წარუდგინეს. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სტუდენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომაა. სწორედ ამ მიზნით ფუნქციონირებს პროგრამაზე მცირე ჯგუფების კოორდინატორთა ინსტიტუტი. მცირე ჯგუფის კოორდინატორები, გარდა ჯგუფების კოორდინირებისა, კითხულობენ სასწავლო კურსს - „გახდი ექიმი".
კოორდინატორის მოვალეობაა, მენტორობა გაუწიოს მცირე ჯგუფს, რომელიც საშუალოდ 10-12 სტუდენტისგან შედგება. ისინი ეხმარებიან სტუდენტებს როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ, პროფესიონალურ და კარიერულ განვითარებაში. მცირე ჯგუფის კოორდინატორების სისტემა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებს დახმარებას უწევს წარმატების მიღწევაში. საორიენტაციო შეხვედრისას კოორდინატორებმა პირველსემესტრელ სტუდენტებს გააცნეს სასწავლო კურსის - „გახდი ექიმი" - სპეციფიკა. შეხვედრის დასასრულს, სტუდენტები ჯგუფებში განაწილდნენ.
ახალი სასწავლო წელი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელი სტუდენტებისათვის 2 ოქტომბერს დაიწყება.