ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
ამერიკული პროგრამის ეგიდით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემორისუნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორები, ექიმები - ნათია ესიაშვილი და მარკუს კლასი ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებთანინტეგრირებული სწავლების, ანესთეზიოლოგიის კლერკშიფისა და ონკოლოგიის მიმართულებითკარიერული პერსპექტივების შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინფორმაციის გაზიარებაწარმოადგენდა.
მარკუს კლასი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლისა და ემორის აფილირებულისხვადასხვა კლინიკის, მათ შორის გრეიდის მემორიალური ჰოსპიტლის, წამყვანიანესთეიზოლოგია. იგი ჩართულია ანესთეზიოლოგიასთან დაკავშირებულ ეროვნულპროგრამებშიც. მარკუს კლასმა სამედიცინო ხარისხი გერმანიაში, ებერჰარდ-კარლს ტუბინგენისუნივერსიტეტის მედიცინის პროგრამაზე მოიპოვა და უკვე 20 წლის კლინიკურ პრაქტიკასფლობს.მეტი ექიმი მარკუს კლასის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3CrjxBP
ნათია ესიაშვილი თსსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. დღეს იგი ემორისუნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წევრია, აღსანიშნავია, რომ 2015 წელს რადიაციული ონკოლოგიისდეპარტამენტის ხარისხის მთავარ ოფიცრად დასახელდა. ნათია ჩართულია ბავშვთა ავთვისებიანიჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობაში, კერძოდ, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისადა რადიოთერაპევტების გუნდის წევრია, ამავე დროს, იგი ახალგაზრდებში კიბოსგან განკურნების პროგრამისთანათავმჯდომარე, ემორის უნივერსიტეტის კიბოს პრევენციისა და კონტროლის ჯგუფის წევრი დაპედიატრიული რადიაციული ონკოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. ნათიაესიაშვილის ბიოგრაფია ამერიკის რადიაციული ონკოლოგიის, ასევე, კლინიკური ონკოლოგიისსაზოგადოებების, რადიოლოგიის ამერიკული კოლეჯისა და ბავშვთა ონკოლოგიის ჯგუფის წევრობასმოიცავს. იგი 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაბალი დასაშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის შემუშავებულ პროგრამებს. მეტი ნათია ესიაშვილის შესახებ იხილეთ ბმულზე: shorturl.at/eHJN9
ნათია ესიაშვილმა და მარკუს კლაუსმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაუზიარესამერიკული პროგრამის სტუდენტებს თავიანთი გამოცდილებიდან.