10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • თეთრი ხალათების ცერემონია 2022

თეთრი ხალათების ცერემონია 2022

კომენტარი (0) გაზიარება (0)

19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელი სტუდენტების მეათე საზეიმო მიღება - „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა.

ღონისძიებას თსსუ-ში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეთრი ხალათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს. როდესაც სტუდენტები თეთრი ხალათებით იმოსებიან, ისინი ვალდებულებას იღებენ, უპირატესობა მიანიჭონ თანაგრძნობას, თანამშრომლობასა და მეცნიერულად შესანიშნავ ზრუნვას სამედიცინო კარიერაში მოგზაურობის დაწყების პირველივე დღიდან.

გასული წლების მსგავსად, თეთრი ხალათების ცერემონია ამჯერადაც პომპეზური იყო. პროგრამის რიგით მეათე ღონისძიება საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებით გახსნა, რის შემდეგაც საპატიო სტუმრებსა და შეკრებილ საზოგადოებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი.



პროგრამის პირველკურსელებს მიესალმნენ ღონისძიებაზე მიწვეული საპატიო სტუმრები, მათ შორის, აშშ ვოლტერ რიდის არმიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ოფისის სამეცნიერო დირექტორი ბრაიან ვოლკერი. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ახალ სტუდენტებს სიტყვით მიმართა პროგრამის დირექტორმა, ეკა ეკალაძემ, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტმა, ნიკა ვაშაკიძემ, რის შემდეგაც ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა, ტრადიციულად, პროგრამის ემბლემით გაფორმებული თეთრი ხალათებით საზეიმოდ შემოსეს სტუდენტები.  



საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნებ თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, უცხოელი სტუმრები და თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტები, მათი მშობლები და მეგობრები.

საგანგებოდ ამ შესანიშნავი ღონისძიებისა და 2028 წლის გამოშვების კლასის სტუდენტებისთვის მუსიკალური ნომერი შეასრულეს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის უფროსმა სტუდენტებმა: ჯანადი კარავიტა და ჰუზაიფ ბინ ბაშერი აუდიტორიის წინაშე რამდენიმე სიმღერით დაინ ტომ თომას (ფორტეპიანოზე) და დეივ ბიჯის ( ელექტრონულ გიტარაზე) ინსტრუმენტული თანხლებით წარდგნენ.

ღონისძიების ბოლოს სტუდენტებმა საზეიმო ტორტი თავად გაჭრეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ხელშეწყობით 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სასწავლო პროგრამა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კურიკულუმზეა დაფუძნებული.


2022-2023 სასწავლო წელს პროგრამაზე მეათე მიღების 110 სტუდენტი
 ჩაირიცხა.

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS