ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტების, ანი ფაჟავასა და გიორგი მაზიაშვილის ორგანიზებით, ჩატარდა ვებინარი სახელწოდებით „თანამედროვე მიდგომები კოვიდ 19-ის მკურნალობისა და მართვის საკითხებში”.
„როდესაც ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო საინტერესო ჩვენი თანაკურსელების და, ზოგადად, მედიცინის დარგის პროფესიონალებისთვის, მივედით ერთ დასკვნამდე - ეს უნდა ყოფილიყო კორონავირუსთან გამკლავების თანამედროვე მიდგომები. დღეისათვის საკმაოდ ბევრი მონაცემია დაგროვებული, რაც დაავადების მართვის შესახებ დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა და, რაც ხაზგასასმელია, ჩვენ უკვე ვსაუბრობთ პანდემიასთან გამკლავების ახალ ფაზაზე, ანუ პოსტ-კოვიდურ ეპოქაზე” - აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ვებინარის სპიკერებად მოწვეული იყვნენ პროფესიონალები როგორც საქართველოდან, ისე ამერიკის შეერთებული შტატებიდან; თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა კოვიდ-19-ის მართვის საკითხებს მედიცინის სხვადასხვა დარგში:
1. თირკმელების დაავადებები და COVID-19-ის ინფექცია - პროფესორი ირმა ჭოხონელიძე - თსსუ-ის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თსსუ-ის ამერიკული პროგრამის შინაგანი მედიცინის კლერკშიფის ხელმძღვანელი; შპს ნეფროლოგიის განვითარების კლინიკური ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის თავჯდომარე.
2. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი SARS-CoV-2-ით დაავადებულ ბავშვებში: ეპიდემიოლოგიური, დიაგნოსტიკური, კლინიკური მახასიათებლები და მკურნალობა - პროფესორი ივანე ჩხაიძე; თსსუ-ის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ-ის ამერიკული პროგრამის პედიატრიის კლერკშიფის ხელმძღვანელი; მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.
3. გამოწვევები კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობისას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - ნიკოლოზ კვაჭაძე - თსსუ-ის ამერიკული პროგრამის გადაუდებელი მედიცინის კლერკშიფის ხელმძღვანელი; ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზიოლოგის და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
4.ზრდასრულთა ენდოკრინოლოგიური დაავადებების მართვა პოსტ-კოვიდურ ეპოქაში: საქართველოს გამოცდილება - ნინო გაბიძაშვილი, თსსუ-ის ამერიკული პროგრამის ენდოკრინოლოგიის კლერკშიფის ხელმძღვანელი; ,,ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
5. ზრდასრულთა ენდოკრინოლოგიური დაავადებების მართვა პოსტ-კოვიდურ ეპოქაში: ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება – ნათია მურველაშვილი - ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ენდოკრინოლოგი;
6. COVID 19-ის სტაციონარული მკურნალობა - ემორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გამოცდილება – ქეთევან კობაიძე - ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ასოცირებული პროფესორი შინაგან მედიცინაში; შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
7. გახანგრძლივებული კოვიდი... იმუნურ დარღვევებთან დაკავშირებული დაღლილობის ნიშნები და სხვა გამოვლინებანი – პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი, მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის დეპარტამენტი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანი;
8. პოსტკოვიდური პანდემია: გართულებები ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ – ეკა ჭყონია; თსსუ-ის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თსსუ-ის ამერიკული პროგრამის ფსიქიატრიის კლერკშიფის ხელმძღვანელი; საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე.
ვებინარის მონაწილეებს ორგანიზატორებისგან გადაეცათ მონაწილეობის სერთიფიკატები.
სრული ვებინარი: https://fb.watch/bcnX_10XER/