ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის 2 აპრილს ტრადიციული თამაში "ბრეინ რინგი" გაიმართა, რომელიც პოპულარული თამაშის "რა? სად? როდის?" ანალოგს წარმოადგენს.
„ბრეინ რინგის" გარდამავალი თასის მოსაპოვებლად 2022 წლის შეჯიბრში პროგრამის 6 გუნდი იბრძოდა. მონაწილეებს ქულების შეგროვება სწორად გაცემული მაქსიმალური რაოდენობის პასუხების შედეგად შეეძლოთ.
თითოეული გუნდი 4-7 სტუდენტისგან შედგებოდა. საბოლოო გამარჯვება გუნდმა The KAALA GANG-მა მოიპოვა.
ინტელექტუალური თამაშის იდეა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მსოფლიო ცივილიზაციების ისტორიისა და კაცობრიობის შემოქმედებითობის მოდულების ლექტორს, ასოცირებულ პროფესორს - ლაშა ქურდაშვილს ეკუთვნის.
„ბრეინ რინგის" მონაწილეებს სამახსოვრო სერთიფიკატები და გარდამავალი თასი გადაეცათ.