ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის XI სემესტრის სტუდენტი, პრანაი შაჰ აჯაი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში ზოგადი ქირურგიისა და ქირურგიული ონკოლოგიის კლინიკური როტაციების გასავლელად მიიწვიეს. 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით პრანაი შაჰ აჯაი ემორის საუნივერსიტეტო კლინიკებში იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში ის მუშაობდა ზოგადი ქირურგიის ჯგუფთან ერთად და მონაწილეობდა რთული ქირურგიული შემთხვევის მქონე პაციენტების ქირურგიულ ოპერაციებში. ავადმყოფის საწოლთან სტუდენტის ფორმალური სწავლება ემორის უნივერსიტეტის რეზიდენტურის სტუდენტებთან ერთად ხდებოდა. კლინიკური როტაციის განმავლობაში აჯაი შაჰ პრანაი, ასევე, წერდა პაციენტის ისტორიას, მორიგე ექიმთან წარადგენდა ავადმყოფის მისეულ შეფასებასა და მკურნალობის დეტალურ გეგმას. გარდა ამისა, თსსუ-ის ამერიკული პროგრამის სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, ემორის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ზოგად ქირურგიაში კლინიკური როტაციის დროს კვირაში სამჯერ ქირურგებთან ერთად მიეღო მონაწილეობა ოპერაციის მიმდინარეობაში. იგი, აგრეთვე, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად ჩართული იყო მკურნალობის გეგმის შემუშავებასა და პაციენტის მდგომარეობის შეჯამებაში.