ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 7 ივნისს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ეს მნიშვნელოვანი დღე, თსსუ-ის პროფესორ მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან ერთად, კურსდამთავრებულებს ემორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, კურსდამთავრებულების მშობლებმა, თსსუ-ის სხვა სტუდენტებმა და ცერემონიის საგანგებო სტუმარმა, ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონმა,ზაზა ფაჩულიამ მიულოცეს.
ზაზა ფაჩულიამ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და წარმატების ათი მისეული მთავარი წესი გაანდო, რომლითაც მან წარმატებას მსოფლიო მასშტაბით მიაღწია.
გამოსაშვები ცერემონიის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ზაზა ფაჩულიასთან ერთად , სტუდენტები გამოსაშვები მანტიების სიმბოლური ყელსახვევებით შემოსა და დიპლომები გადასცა.
გამოსაშვები ცერემონიალისთვის თბილისს საგანგებოდ ეწვივნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორები ჯორჯიის შტატიდან, ქალაქ ატლანტიდან. მათ შორის იყვნენ - ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანი გორდონ ჩერჩვორდი, ასოცირებული დეკანი ჯოელ ფელნერი, ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი, ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ემერიტუს დეკანი ნათანიელ გოზანსკი. ღონისძიების მასპინძელი გახლდათ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი და დიპლომირბული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი არჩილ უნდილაშვილი.