10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • მცირე ჯგუფის კოორდინატორების სას

მცირე ჯგუფის კოორდინატორების სასწავლო ვიზიტი ემორის უნივერსიტეტში

კომენტარი (0) გაზიარება (0)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მცირე ჯგუფის კოორდინატორები ათდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში, აშშ-ში. მედიკოსების გვანცა ვარდოსანიძის, ნანი ყავლაშვილის, გვანცა მეცხვარიშვილის, ნინო თორიას, ელენე აზმაიფარაშვილისა და ნინო ქანთარიას ატლანტაში მივლინების მიზანი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში მომუშავე ამერიკელი კოლეგებისგან მცირე ჯგუფებთან მუშაობისა და ჯგუფების კოორდინირების პრინციპების შესახებ გამოცდილების მიღება იყო. 

ვიზიტის ფარგლებში მცირე ჯგუფის კოორდინატორებს შეხვედრა ჰქონდათ ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, მათ შორის ასისტენტ-დეკანთან, პროფესორ გორდონ ჩარჩვორდთან. სწორედ მისი ორგანიზებით დაესწრნენ ამერიკული პროგრამის წარმომადგენლები ემორის უნივერსიტეტში რამდენიმე (მათ შორის, აკადემიური პერსონალის განვითარების) ტრენინგს. შეხვედრა შედგა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კლინიკური ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელთან ჯინა შენონთანაც, რომლის მხარდაჭერითა და შუამდგომლობით მცირე ჯგუფის კოორდინატორებმა მონაწილეობა მიიღეს ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდისთვის (OSCE) მზადების სამუშაო პროცესში და დააკვირდნენ გამოცდის მიმდინარეობას, დაესწრნენ გამოცდისშემდგომი შეფასების პროცესს. გარდა ამისა, სტანდარტიზებულ პაციენტთან და მიწვეულ სპეციალისტთან ერთად განიხილეს განსაკუთრებით რთული შემთხვევები, მათ შორის, რთულ პაციენტთან ურთიერთობის გამოწვევები. 

ექიმმა ლიზა ბერსტეინმა ქართველ კოლეგებს გააცნო ,,გახდი ექიმის“ კურსის კურიკულუმი, მცირე ჯგუფების კოორდინატორების მუშაობის პრინციპები, მათი პროფესიული განვითარებისა და სტუდენტებთან მუშაობის ძირითადი ასპექტები. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მუდამ ზრუნავს პერსონალის განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე. თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კოორდონატორები ემორის უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გამოიყენებენ პროგრამის სტუდენტებთან ურთიერთობაში, სწავლების პროცესის მაღალ დონეზე დაგეგმვასა და მის სწორად განხორციელებაში.

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS