ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების ეგიდით, 28 თებერვალს თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის საბჭოების დარბაზში, გაიმართა იშვიათი დაავადებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა ესეების კონკურსის -„ბიომარკერები იშვიათი დაავადებების დიაგნოზირებაში“ გამარჯვებული სტუდენტი, რომელმაც CENTOGENE AG-ის მიერ მიიღო სრული დაფინანსება იშვიათი დაავადებების კონფერენციაზე წასასვლელად ბოგოტაში.
კონკურსში მონაწილე ამერიკული პროგრამის სტუდენტებს, აჯაი პრანაი შაჰს, მარიამ ჭელიძეს, ანი ჩაგიაშვილს, აზმი ზაკე, დანიელ პაკს, თსსუ-ის სხვა სტუდენტებთან ერთად, გადაეცათ სერტიფიკატები.
კონფერენციაზე განხილული იყო იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, აგრეთვე დიაგნოსტირების აუცილებლობის, შესაძლებლობების და მკურნალობის საკითხები, მიმდინარე სამეცნიერო პროექტები და კლინიკური კვლევები.