ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლიდან (აშშ, ატლანტა) ამერიკელი სპეციალისტები სტუმრობდნენ. მიშელ რუზერფორდი, ემორის უნივერსიტეტის კლინიკური სწავლების არჩევითი პროგრამების კოორდინატორი და ჯინა შენონი, კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტის პროგრამის ასისტენტ-დირექტორი, საქართველოში 18 თებერვლიდან 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში გაიმართა არაერთი სამუშოა შეხვედრა, მათ შორის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო კურსის - „გახდი ექიმის“ კოორდინატორებთან. ჯინა შენონი და მიშელ რუზერფორდი მონაწილეობას იღებდნენ აღნიშნული კურსის ფარგლებში დაგეგმილ გასვლით სამუშაო შეხვედრაში, რომელიც დაეთმო OSCE-ის (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) გამოცდის დაგეგმვასა და განხორციელებას. მათი ჩართულობით მოხდა ახალი კლინიკური შემთხვევების (ქეისების) სცენარების დაწერა, სტანდარტიზებული პაციენტების დატრენინგება და სხვა.
მიშელ რუზერფორდი შეხვდა თბილისის სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, მათ შორის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის, სტუდენტებს და ამერიკის შეერთხებულ შტატებში კლინიკური სტაჟირების გავლისათვის აუცილებელი მოთხოვნების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.
ვიზიტის დასასრულს, პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრები თსსუ-ის ვიცე-რექტორს, პროფესორ რიმა ბერიაშვილს და თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თინათინ კილასონიას შეხვდნენ, მათთან ერთად შეაჯამეს განვლილი დღეები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.