ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შინაგანი მედიცინის კლერკშიფში ჩართული მოწვეული სპეციალისტები, ექიმები რუსუდან რუსია და შორენა შონია ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას კლინიკური სტაჟირების მიზნით სტუმრობდნენ.
22 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით ისინი ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში ამერიკელი კოლეგების დახმარებით ეცნობოდნენ კლინიკური სწავლების მიმდინარეობას. ქართველმა სპეციალისტებმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კლინიკური ბაზები მოინახულეს და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შინაგანი მედიცინის კლერკშიფის ეფექტურობის გაზრდისთვის პაციენტის საწოლთან სტუდენტების სწავლების პროცესს დააკვირდნენ, ამერიკელი კოლეგებისგან მოისმინეს, რა სტანდარტებითა და მეთოდოლოგიით ხორციელდება კლინიკური სწავლება.
შორენა შონია: „ჩვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამერიკელი კოლეგების მიდგომა სტუდენტთა სწავლების ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, სამედიცინო ისტორიის სრულყოფილი, გააზრებული და ორგანიზებული ფორმულირება, ფიზიკური გამოკვლევის წარმოება, თითოეული პათოლოგიური მდგომარეობისთვის არგუმენტირებული დიფერენციული დიაგნოზის ფორმულირება, დიაგნოზის დასადასტურებლად საჭირო ქმედებების დასახვა, პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი, მის შესახებ სრულყოფილი ვერბალური მოხსენება უფროს კოლეგებთან და ა.შ.“.
ვიზიტის პერიოდში რუსუდან რუსია და შორენა შონია შეხვდნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორებს და წარმომადგენლებს, მათ შორის, ასისტენტ-დეკანს სამედიცინო განათლების დარგში გორდონ ჩარჩვორდს, კლინიკური განათლების ასოცირებულ დეკანს ჯოელ ფელნერს, შინაგანი მედიცინის კურსის ასოცირებულ დირექტორს მერედიტ ლორას, ასისტენტ-პროფესორს და ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტს ვარუნ კიშორფადკის, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დოქტორს და შინაგანი მედიცინის კლერკშიფის ხელმძღვანელს მაიკლ ლუბინს. ამერიკელმა პროფესორებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს შინაგანი მედიცინის კლერკშიფის სასწავლო კურსის ძირითადი შინაარსობრივი მხარეები და შეფასების კრიტერიუმები.
რუსუდან რუსია: „ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში გავლილი სტაჟირების შემდეგ ჩვენი, როგორც თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის განხორციელებაში ჩართული პერსონალის და მოქმედი კლინიცისტების როლი სტუდენტების სწავლებაში მიმართული იქნება სტუდენტთა შესაძლებლობის გაზრდისკენ დიდაქტიკურ ცოდნაზე დაყრდნობით, რათა სტუდენტებმა შეძლონ, განახორციელონ პაციენტის მდგომარეობის ინტეგრირებული შეფასება და მკურნალობის გეგმის შემუშავება, კონკრეტული პრაქტიკული უნარების შეძენის პარალელურად კი - სამედიცინო პრობლემის სწორი იდენტიფიცირება და პრობლემის გადასაჭრელად სათანადო გეგმის შემუშავება“.
ამჟამად, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში კლინიკური კლერკშიფის განვითარების მიზნით თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ორი წარმომადგენელი იმყოფება. 2019 წლის დასაწყისში აღნიშნული მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას კიდევ 3 სპეციალისტი ეწვევა.