10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ზაფხული ემორიში 2018

ზაფხული ემორიში 2018

კომენტარი (0) გაზიარება (0)

2018 წლის 5 აგვისტოდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლები ამერიკული პროგრამის დირექტორის, ეკა ეკალაძის, დირექტორის მოადგილის, ნინო თევზაძისა და სპეციალისტის, ნინო ზარდიაშვილის შემადგენლობით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ემორის სამედიცინო სკოლაში (ატლანტა, აშშ).

ვიზიტის მიზანი იყო დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის იმპლემენტაციის ხელშეწყობა, არსებული მდგომარეობის გააზრება და შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა. ასევე, ახალი სასწავლო წლის „თეთრი ხალათების ცერემონიისთვის“ მომზადება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის გამოსამშვიდობებელი ღონისძიების დაგეგმვა ემორის წარმომადგენელთა მონაწილეობით და მათი გამოცდილების გაზიარებით. სამუშაო შეხვედრებისას განსაკუთრებული აქცენტი იყო პროგრამის ე. წ. „კლინიკურ წლებზე“.

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის წარმომადგენლებმა სასწავლო პროცესის სხვადასხვა სფეროს დეტალური გაცნობის მიზნით გამართეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა:

  • < >გორდონ ჩერჩვორდთან _ ემორის სამედიცინო სკოლის ასოცირებული დეკანი სამედიცინოგანათლების დარგში და სტუდენტების ხელშეწყობის სფეროში;მერი ჯო ლეჩკოვიჩთან _ ემორის სამედიცინო სკოლის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიისასოცირებული პროფესორი, „გახდი ექიმის“ კურსის ინსტრუქტორი, კვლევის მოდულისხელმძღვანელი;ლისა ბერნშტეინთან _ ემორის სამედიცინო სკოლის „გახდი ექიმის“ კურსის ხელმძღვანელი, მცირე ჯგუფის კოორდინატორების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი შინაგანმედიცინაში;ჯინა შენონთან _ კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტი, ასისტენტ დირექტორი, სამედიცინო განათლების სპეციალისტი;ჯენიფერ გადკინთან _ მეანობა-გინეკოლოგიის კლერკშიფის ხელმძღვანელი, „გახდი ექიმის“კურსის ერთ-ერთი კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი;ალექსანდრე ისაკოვთან _  გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,პროფესორი;ბრაიან მაკნალთან _  გადაუდებელი მედიცინის კლერკშიფის განხორციელებაში ჩართულიპროფესორი;კატერინ კიეფერთან _ სამედიცინო განათლების პროგრამების ასისტენტ დირექტორი;კენ მობერგთან და ვიქტორ ფაუნდესთან _ უჯრედული ბიოლოგიის დეპარტამენტისასოცირებული პროფესორები, მოდული „ემბრიოლოგია, ქსოვილი, უჯრედი“განმახორციელებელი აკადემიური პერსონალი;ზიად კაისთან _ საერთაშორისო პოსტდიპლომური განვითარების დეპარტამენტისხელმძღვანელი სამედიცინო ტოქსიკოლოგიაში (გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი).

აღნიშნული შეხვედრები ემსახურებოდა ემორის კურიკულუმის სპეციფიკის უკეთ გაცნობას; აკადემიური პერსონალის როლის, ჩართულობის ხარისხისა და პასუხისმგებლობის გაცნობას; კურიკულუმის განვითარებისა და სასწავლო პროცესის სხვადასხვა საკითხის მოგვარების სპეციფიკის შესწავლას. ამ მიზნით თსსუ-ის წარმომადგენლები დაესწრნენ რამდენიმე ლექციას, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას.

პროფესორ გორდონ ჩერჩვორთან და მერი ჯო ლეკოვიჩთან განხილულ იქნა პროგრამის მიმდინარე საკითხები, პრობლემები, მათი გადაჭრის გზები. განსაკუთრებული აქცენტი დაისვა მისაღები სტუდენტების კონტიგენტის შერჩევის გზებზე, პროგრამის ადმინისტრაციულ ჯგუფში კომპეტენტური კადრების მოზიდვაზე, კლინიკურ წლებში ამერიკული ყაიდის სწავლების არსებული სიძნელეების მოგვარების გზებსა და კურსის „გახდი ექიმის“ მნიშვნელობაზე. რაკი ეს უკანასკნელი პროგრამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, მისი კიდევ უფრო განვითარების მიზნით დაიგეგმა რამდენიმე ამერიკელ კოლეგასთან კოლაბორაცია. მათთან „გახდი ექიმის“ კურსის პედაგოგებს ექნებათ უშუალო კონტაქტი.

თსსუ-ის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ პროფესორი კენეტ ვოკლერის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც ემორის უნივერსიტეტის მიერ იყო ორგანიზებული და რომლის დაგეგმვაში აქტიურად იყო ჩართული ქართული მხარეც. საღამოს ესწრებოდა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი ვიკას სუქათმე.

ვიზიტისას თსსუ-ის ამერიკული პროგრამის წარმომადგენლები შეხვდნენ ატლანტაში მოღვაწე ქართველ ექიმებს. ნათია ესიაშვილმა და ქეთევან კობაიძემ მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს და ამერიკული პროგრამის სტუდენტებთან მჭიდრო კავშირს დაპირდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის ამერიკული პროგრამის განვითარების თვალსაზრისით დაისახა მრავალი გეგმა. 

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS