ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
2018 წლის 9-10 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიის და ქცევითი დარღვევების ასოციაციისა და ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა მე-3 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში. საერთაშორისო სასწავლო კურსის ძირითადი თემა იყო ეპილეფსია.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნა და სტუმრებს მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ევროპის წამყვანი ბავშვთა ნევროლოგები საფრანგეთიდან, ბრიტანეთიდან, ბელგიიდან, რუმინეთიდან. კონფერენციას ესწრებოდა 70 მსმენელი როგორც საქართველოდან, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.
მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://new.tsmu.edu/…/me_3_kavkasiuri_kursi_bavSvTa_n…/5155…