10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • თეთრი ხალათების ცერემონია 2018

თეთრი ხალათების ცერემონია 2018

კომენტარი (0) გაზიარება (0)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა.
გასული წლების მსგავსად, თეთრი ხალათების რიგით მეექვსე ცერემონია ამჯერადაც 21 სექტემბერს პომპეზური იყო. 
ღონისძიება, ტრადიციულად, თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გახსნა. ახლადჩარიცხულ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება საპატიო სტუმრებთან ერთად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა მიულოცა. 
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის დაწყების კვირეულისა და „თეთრი ხალათების ცერემონიალში“ მონაწილეობის მისაღებად საქართველოში თსსუ-ის მოწვევით იმყოფებოდნენ ამერიკელი პროფესორები. 
სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორებმა - ასისტენტ-დეკანმა გორდონ ჩარჩვორდმა, ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა მერი ჯო ლეკოვიჩმა, კლინიკური განათლების ასოცირებულმა დეკანმა ჯოელ ფელნერმა, ასევე, ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ემერიტუს დეკანმა ნათანიელ გოზანსკიმ, გრეიდის მემორიალური ჰოსპიტლის (აშშ, ატლანტა) პათოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა გაბრიელა ოპრეამ, ინტერვენციული რადიოლოგიის პროფესორმა შონ დარიუშნიამ, მორჰაუსის სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა როლანდ მეთიუსმა, ამავე სკოლის პულმონოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ერიკ ფლანომ და პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რადიოლოგიის ასისტენტ-პროფესორმა ელიოტ გიზანსკიმ. 
თეთრი ხალათების საზეიმო ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეთრი ხალათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 2024 წლის გამოსაშვები კურსის ღონისძიებაზე მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა პროგრამის მეექვსე თაობის სტუდენტები ქართველ კოლეგებთან ერთად თსსუ-ისა და ამერიკულიპროგრამისემბლემიანი თეთრი ხალათებით შემოსეს.
ცერემონიალზე პროგრამის ხელმძღვანელებმა, თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა არჩილ უნდილაშვილმა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის გასული 6 წელი მიმოიხილეს და მისი შედეგები შეაჯამეს. პროგრამამ პირველი სტუდენტები სწორედ 6 წლის წინ მიიღო. ისინი სწავლას 2019 წელს დაასრულებენ.
საზეიმო ცერემონიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და უცხოელ სტუმრებთან ერთად, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები, მშობლები და მეგობრები დაესწრნენ. 
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ხელშეწყობით 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სასწავლო პროგრამა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კურიკულუმზეა დაფუძნებული. პროგრამის სტრუქტურა უადვილებს სტუდენტებს სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (USMLE ) ორივე საფეხური ეტაპობრივად და საშუალებას აძლევს კლინიკური გამოცდილება მიიღონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ მხრივ პროგრამას უკვე აქვს წარმატება.

2018 წელს პროგრამაზე სწავლა 90-მდე სტუდენტმა დაიწყო, მათგან 25 საქართველოს მოქალაქეა.

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS