ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ექიმის, პროფესორ ზურაბ გურულის საჯარო ლექციას უმასპინძლა.
"ძილის ობსტრუქციული აპნოე (დიკენსიდან სალივანამდე)" - თემაზე ქართველი ანესთეზიოლოგის თავისუფალი ლექცია, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ეგიდით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის 5 ივნისს ჩატარდა. პროფესორმა ზურაბ გურულმა სტუდენტებს აშშ-ში მიღებული გამოცდილების შესახებ უამბო და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ გახდა ექიმი.
პროფესორი ზურაბ გურული ამჟამად “მონტგომერის სამედიცინო ცენტრის” ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური ქირურგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მან თბილისის სახელმწფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1992 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც რეზიდენტურა ტულანის უნივერსიტეტში განაგრძო. მისი კლინიკური პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 წელზე მეტს ითვლის.
დასასრულს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ გურულმა ლექციის თემის - "ძილის ობსტრუქციული აპნოე"- ირგვლივ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.