10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • დედამიწის დღე

დედამიწის დღე

კომენტარი (0) გაზიარება (0)

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივით, გარემოს დაცვითი კვირეულის ფარგლებში  2017 წლის 26 აპრილს დასუფთავების აქცია გაიმართა. დიპლომირებული მედიკოსის ამეირკული პროგრამის სტუდენტებმა თსსუ-ის რექტორთან, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებთან და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად აქციის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. მათ ადმინისტრაციული კორპუსის ტერიტორია დაასუფთავეს, ნაგვის ნარჩენები შეაგროვეს, ასევე სპეციალური ხსნარით ხეები შეათეთრეს და მცენარეები დარგეს. დასუფთავების აქცია გარემოს დაცვითი კვირეულის „სუფთად ევროპისკენ“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს.

ზურაბ ვადაჭკორია (რექტორი, პროფესორი): „მსგავს აქციას უნივერსიტეტი პერიოდულად ატარებს მის დაქვემდებარებაში არსებული 5 კლინიკისა და სასწავლო კორპუსების მიმდებარე ტერიტრიებზე. უნდა ამაღლდეს თითოეული ჩვენგანის თვითშეგნება, რადგან სუფთა გარემო, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო. თანაც, ტურისტული სეზონი მოდის და ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა. ვფიქრობ, უნდა მივხედოთ ჩვენს გარემოს და დავასუფთაოთ“.

მარიამ ფესტვენიძე (დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტი, კლასი 2022): „ადამიანი და გარემო განუყოფელია. გარემო პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე ... ჩვენი, სტუდენტების, ვალია დავიცვათ ბუნება და შევუნარჩუნოთ ის მომავალ თაობას. მსგავსი ტიპის აქციები ზრდის ცნობიერების დონეს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების შენარჩუნება".

ანა გოგოლაშვილი (დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტი, კლასი 2022): „გუშინ დედამიწის საერთაშორისო დღე აღვნიშნეთ. ბოლო დროს დიდი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დავდექით. ჩვენ, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა, ვცადეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის გარემოს მოვლაში. მოხარული ვარ, რომ მსგავსი ტიპის აქციები უფრო და უფრო ხშირ სახეს იღებს, რაშიც მომავალშიც დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით".

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS