ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა 24 მარტს ნიუტონის თავისუფალ სკოლას სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, მედიცინის მიმართულებით სწავლის გაგრძელების მსურველი აბიტურიენტებისთვის, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.
ნიუტონის თავისუფალი სკოლის მეთორმეტე კლასელებიდან რამდენიმე აბიტურიენტი წელს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდებით შეეცდება. პროგრამის წარმომადგენლებისგან მოსწავლეებმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს სასწავლო სისტემისა და ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც მათ American MD Program აძლევს. დილომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებმა მოსწავლეებისთვის პირველადი დახმარების ტრენინგი ჩაატარეს.
ანა გოგოლაშვილმა, რომელმაც ნიუტონის თავისუფალი სკოლა დაამთავრა, და ბრიჯერ ჰოპმანმა თანატოლებს აუხსნეს, როგორ დაასტაბილურონ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მანამ, ვიდრე შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივა. მოსწავლეებმა გულ-ფილტვის არაპირდაპირი მასაჟი (CPR) ამერიკული პროგრამის სტუდენტებისა და წარმომადგენლების ინსტრუქციით სამედიცინო სასწავლო მანეკენებზე თავად ჩაატარეს. პირველადი დახმარების ტრენინგი საინტერესო ნიუტონის დაბალი კლასის მოსწავლეებისთვისაც აღმოჩნდა, რომლებიც ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში სიამოვნებით ჩაერთვნენ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ეგიდით მგავსი ტიპის ვიზიტები საქართველოს სხვადასხვა სკოლებში გრძელდება.