10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ბერნარდ კუშნერი თსსუ-ს ეწვია

ბერნარდ კუშნერი თსსუ-ს ეწვია

კომენტარი (0) გაზიარება (0)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი და ექიმი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, საფრანგეთის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი სოციალური დაცვისა და დასაქმების დარგში, ჯანმრთელობისა და ჰუმანიტარული დახმარების მინისტრი სამი სხვადასხვა სამთავრობო კაბინეტის პერიოდში, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ევროპარლამენტის აქტიური წევრი ბერნარ კუშნერი, „გლობალური ალიანსის“ ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟან–ელი მალკინი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეწვივნენ. შეხვედრას თბილისის სახემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, მათ შორის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები და ემორის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორ კენედ ვოკერი ესწრებოდნენ. აუდიტორიას მიესალმა და სტუმრები წარუდგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან მადლობა გადაუხადა ბატონ ბერნარს სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ „ბერნარ კუშნერის გზა საექიმო მოღვაწეობით, გასტროენტეროლოგიით დაიწყო და ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან – გლობალურ, რევოლუციურ ჰუმანიტარიანიზმამდე ამაღლდა. მის მიერ შექმნილი საერთაშორისო ორგანიზაციები: „ექიმები საზღვრებს გარეშე“ და „მსოფლიოს ექიმები“ სრულიად ახალი, მებრძოლი ჰუმანიტარიზმის სიმბოლოდ იქცა, რაც კრიზისის პერიოდში მყოფი მოსახლეობის მხოლოდ ჯანმრთელობისთვის ზრუნვით არ შემოიფარგლება, არამედ მისი უფლებების დაცვისათვის იბრძვის, ყოველგვარი გეოგრაფიული საზღვრებისა და პოლიტიკური მრწამსის მიუხედავად“. რექტორის წინადადებით, აუდიტორიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 13 ნოემბერს პარიზში ტერაქტების სერიით გარდაცვლილთა ხსოვნას. მან აღნიშნა, რომ ეს დიდი ტრაგედია თავისუფლების იდეისთვის ბრძოლაში მსოფლიოს აერთიანებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა ბატონი ბერნარ კუშნერის ღვაწლი საქართველოსთვის და მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის. „გლობალური ალიანსის“ პრეზიდენტმა ჟან–ელი მალკინმა ხაზი გაუსვა ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსისა და მოღვაწის ვიზიტის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მისი დაწყებული საქმე კვლავაც გრძელდება და მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის: „საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დიდი მიღწევებია, ყველაფერი კეთდება კიდევ მეტი წარმატებისათვის“. აუდიტორიას ვრცელი სიტყვით მიმართა ბერნარ კუშნერმა. მან გაიხსენა, როგორ დააარსა „ექიმები საზღვრებს გარეშე“, რა დიდი გამოწვევების წინაშე იდგა მაშინ. აღნიშნა რომ როგორც ადრე, ახლაც მთავარ პრობლემად მსოფლიოში ჯანდაცვის მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა რჩება. ეს ეხება საქართველოსაც, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველოში სამართლიანი და მაღალი სტანდარტის ჯანდაცვის სისტემა მუშაობდეს. სტუდენტებმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ბერნარ კუშნერს კითხვები დაუსვეს . დასასრულს, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აუდიტორიას გააცნო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბერნარ კუშნერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ბატონ ბერნარ კუშნერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისაგან სამახსოვრო საჩუქრები - ზურაბ წერეთლის მონუმენტის “წმინდა გიორგის“ მინიატურული ასლი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და უნივერსიტეტის ემბლემიანი თეთრი ხალათი გადასცეს. საპატიო სტუმრებს ასევე გადაეცათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქრები. სტუმრებმა მიღებული შთაბეჭდილებებისა და სურვილების შესახებ ჩანაწერი უნივერსიტეტის ახლადშექმნილ ,,შთაბეჭრილებათა წიგნში“ დატოვეს. წყარო: http://tsmu.edu/tsmugeo/tsmuuni/index.php?gv=newam&id=1104

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS