ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
2016 წლის 18 თებერვალს საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების VI საერთაშორისო გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი, უცხოეთის უნივერსიტეტები, გაცვლითი პროგრამები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტის პროფესორებმა და აკადემიურმა პერსონალმა აბიტურიენტებს სასწავლო პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
დაინტერესებულ მოსწავლეებს გამოფენაზე თსსუ-ის სამუშაო მულაჟებზე პრაქტიკული სამუშაოების და სამედიცინო აპარატურასთან მუშაობის საშუალებაც მიეცათ. უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების VI საერთაშორისო გამოფენას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ვიცე–რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში დავით დელიბაშვილი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ნინო თევზაძე, სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე, სხვა პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები. უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების VI საერთაშორისო გამოფენა საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.