ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ღია კარის დღე თსსუ-ში 12 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით დაინტერესებული აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. მომავალ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ, უშუალოდ გასაუბრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორს - პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, ვიცე რექტორს - პროფესორ რიმა ბერიაშვილს, პროგრამის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის, ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) პროფესორს, საქართველოს და თბილისის საპატიო მოქალაქეს, კენეტ ვოლკერს, ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასისტენტ-პროფესორს, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელს,არჩილ უნდილაშვილს, ასევე, ემორის უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის პროგრამის პროფესორს, მერი იოჰანსონს. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ღია კარის დღე თსსუ-ის ადმინისტრაციული კორსპუსის სხდომათა დარბაზში ჩატარდა.