10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • მემორანდუმი აშშ ვოლტერ რიდის არმ

მემორანდუმი აშშ ვოლტერ რიდის არმიის კვლევით ინსტიტუტთან

კომენტარი (0) გაზიარება (0)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აშშ ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) საქართველოს წარმომადგენლობას შორის მემორანდუმი გაფორმდა 2016 წლის 29 მარტს ურთიერთ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს კლინიკური და ლაბორატორიული კვლევების სფეროში სასწავლო სტაჟირებას დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და ვოლტერ რიდის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა დანა რენტამ. მხარეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკული უნარჩვევების ჩამოყალიბებაში.

პროექტი, რომლის იდეაც თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამის ხელმძღვანელებს და ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობას ეკუთვნის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, სასწავლო პროგრამის კვლევითი ნაწილი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში გაიარონ და გაეცნონ დარგში მიმდინარე საერთაშორისო პროექტებს. ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი - პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ვიცე რექტორი - პროფესორი ხათუნა თოდაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, ვიცე-რექტორი - გიორგი აბესაძე, ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) პროფესორი, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქე - კენეტ ვოლკერი, ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასისტენტ-პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი - არჩილ უნდილაშვილი, აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევის განყოფილება - საქართველოს დირექტორი - მარკ ჰართელი, აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევის განყოფილება - საქართველოს საერთაშორისო პროგრამების დირექტორი - ბრეტ ტეილორი და აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევის განყოფილება-საქართველოს ბიზნეს მენეჯერი - არჩილ გაგნიძე.

შეხვედრას თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები დაესწრნენ. აშშ ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს განყოფილება განთავსებულია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის ცენტრში. პროექტის ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობით ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული სამედიცინო განათლების და სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ემორის უნივერსიტეტთან (აშშ, ატლანტა) თანამშრომლობით ხორციელდება და ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კურიკულუმზეა დაფუძნებული. სტუდენტების ფუნდამენტურ და კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა და სამეცნიერო გამოცდილების შეძენა პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ზემოაღნიშნული მემორანდუმი თსსუ-ის საერთაშორისო აკადემიურ ასპარეზზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია .

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS