10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო წლის საზეიმო გახსნა

კომენტარი (0) გაზიარება (0)

დიპლომირებული მედიკოსის ქართულ-ამერიკული პროგრამის 2015-2016 სასწავლო წელი დაიწყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წელი 19 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და უნივერსიტეტის საპატიო სტუმრებმა და პროფესორებმა მიულოცეს. სასწავლო წლის დაწყება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა სტუდენტებს ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) პროფესორმა, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქემ, კენეტ ვოლკერმა და ემორის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა არჩილ უნდილაშვილმა. სტუდენტებს, მათ შორის, განსაკუთრებულად - პირველსემესტრელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ: – „მადლობას გიხდით, რომ აირჩიეთ ჩვენი უნივერსიტეტი. აქ, უმდიდრეს ტრადიციებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიიღებთ ცოდნას, რაც მომავალში თქვენი წარმატებული პროფესიული საქმიანობისა და ნათელი მომავლისკენ წინსვლის საწინდარი იქნება. თქვენთვის ეს ახალი ცხოვრების დასაწყისია და ამიტომაც მსურს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით, განსაკუთრებით მოგესალმოთ და წარმატებები გისურვოთ ახალ სარბიელზე“. პირველსემესტრელებს მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ: – „თქვენ სწავლობთ ძალიან გამორჩეულ, ძალიან ღირსეულ და საინტერესო სასწავლო დაწესებულებაში – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თქვენ ხართ გმირები, რომ აირჩიეთ ყველაზე ღირსეული და საჭირო პროფესია ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენ ხართ ყველაზე ნიჭიერები“, ­­_ აღნიშნა მან. სტუდენტებს მიესალმნენ: ქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, პროფესორი კენეტ ვოლკერი, უცხოელი პროფესორები... ღონისძიების დასასრულს, ათი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე პირველსემესტრელი, მათ შორის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები, თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, გიორგი საღინაძემ დააჯილდოვა. საზეიმო შეხვედრაზე შესრულდა საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიმნები. სტუდენტებმა მომავალი წინსვლისა და ოცნებების ასრულების ნიშნად ცაში ცისფერი და თეთრი ბუშტები გაუშვეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტები ფაკულტეტის ხელმძღვანელ პირებსა და პროფესორებს შეხვდნენ, ისაუბრეს სასწავლო პროცესისა და მომავალი პროფესიის შესახებ.

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS