ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია
ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი 16 იანვარს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ეწვია, სადაც მან თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პედიატრიული კლერკშიფისა და პედიატრიის არჩევითი როტაციის მიმდინარეობა შეაფასა. ვიზიტის დროს საავადმყოფოში იმყოფებოდნენ ამერიკული პროგრამის მე-11 და მე-9 სემესტრის სტუდენტები.
ვიზიტის დასაწყისში პროფესორმა მერი ჯო ლეკოვიჩმა, თსსუ-ის დიპლომირებული ამერიკული პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა და კლერკშიფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ კლინიკური როტაციის კოორდინატორთან, პროფესორ ნანი ყავლაშვილთან ერთად ისაუბრეს სტუდენტების კლინიკური როტაციების მიმდინარეობის შესახებ. შეხვედრაზე საფუძვლიანად განიხილეს როგორც ძირითადი, ისე არჩევითი კლერკშიფების პრაქტიკული ასპექტები, ასევე ისაუბრეს პედიატრიული კრეკშიფის განვითარების პერსპექტივებზე, თუ როგორ უნდა გახდეს სწავლება კიდევ უფრო ნაყოფიერი და სრულფასოვანი სტუდენტებისთვის. გაჩნდა იდეა, რომ სტუდენტებმა იმუშაონ ღამის ცვლაში, საავადმყოფოს პალატაში და გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშიც. დისკუსია მოიცავდა იმას, თუ როგორ განსხვავდება ძირითადი კლეკრშიფი არჩევითისგან. არჩევითი როტაციების დროს სტუდენტები უფრო დამოუკიდებელნი არიან პაციენტებთან მუშაობაში და უფრო აქტიურ როლს ასრულებენ მათ მოვლაში.
პროფესორმა ლეკოვიჩმა, ასევე, მოინახულა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რამდენიმე განყოფილება. ემორის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტის დროს, რესპირატორულ განყოფილებაში ამერიკული პროგრამის ძირითადი კლერკშიფის სტუდენტები, რავიაჰ ჰასეებ აბდულლაჰ სოჰაილ, ბახტურიძე ნატალია და გურული ვლადიმერი დამსწრე ექიმთან, სოფო ცერცვაძესთან მუშაობდნენ. ექიმი ლეკოვიჩი შეუერთდა მათ პაციენტების შემოვლისას. სტუდენტების პრეზენტაციისა და პაციენტის შეფასების შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო პაციენტის შესახებ სტუდენტებისა და მენტორის დისკუსიაში.
ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა, მერი ჯო ლეკოვიჩმა, ასევე, მოინახულა იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ნეფროლოგიური განყოფილება და ჩაატარა შემოვლა მე-11 სემესტრის სტუდენტებთან და დამსწრე ექიმთან, თამთა ხუჯაძესთან ერთად. შემოვლისას, ერთ-ერთმა სტუდენტმა, ვლადიმერ გურულმა წარადგინა თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტი, რომელზეც მოგვიანებით სტუდენტებმა პროფესორ ლეკოვიჩთან ერთად იმსჯელეს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი ინგლისურად არ საუბრობდა, ემორის უყნივერსიტეტის პროფესორი კი ქართულად, მათ მაინც შეძლეს სახალისო საუბრის გამართვა სტუდენტების დახმარებით.
პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ჰემატოლოგიურ განყოფილებასაც ეწვია. იგი განყოფილების უფროსს, ნინო ტოტოღაშვილს და მკურნალ ექიმს, ანი კობახიძეს შეხვდა. მათ გარკვეული დრო დაუთმეს ბავშვთა ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის დროს არსებული გამოწვევებისა და მიღწევების განხილვას.
ვიზიტის დასასრულს, პროფესორმა ლეკოვიჩმა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მე-11 სემესტრის სტუდენტებს - ჩხიკვაძე ლაშას, იანდამური საი პრატიბჰას, კურტანიძე ნუნუს, ჩიქობავა ელისაბედს, მათეშვილი ანასა და დისური პერერას ესაუბრა საავადმყოფოში მათი მუშაობისა და მათ მიერ ნანახი პაციენტების შესახებ. პროფესორმა სტუდენტებს სთხოვა, გაეზიარებინათ მოკლე ისტორია რომელიმე, მათთვის დასამახსოვრებელი პაციენტისა და მისი ისტორიის შესახებ. მოგვიანებით ექიმმა ლეკოვიჩმა სტუდენტეისგან მიიღო უკუკავშირი, როგორ გაეხადათ როტაცია უფრო ღირებული.
თსსუ-ის დილომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პედიატრიული კლერკშიფი