ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა
ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) დელეგაცია, პოლკოვნიკ ელი ლოზანოს ხელმძღვანელობით, ემორის უნივერსიტეტის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ დაწესებულებებს სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი იყო ჩვენს ქვეყანაში კვლევისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და გაძლიერება.
დელეგაციას მასპინძლობდა თსსუ-ის პროფესორი არჩილ უნდილაშვილი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი და ემორი-საქართველოს პარტნიორობის ხელმძღვანელი. ვიზიტისას სტუმრები ეწვივნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამას, კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკას და თსსუ-ის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიას.
ვიზიტის ფარგლებში თსსუ-ის არჩეულმა რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციას კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და მიმდინარე თერაპიულ სერვისებთან ერთად კლინიკის დამხმარე საშუალებების ლაბორატორიების მუშაობის პროცესიც გააცნო. დელეგაციამ დაათვალიერა თსსუ-ის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის გარემო და მასში მიმდინარე თერაპიული სერვისები.
კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში ვიზიტის დროს პროფესორმა უნდილაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ემორი-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის შესახებ და ხაზი გაუსვა ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვან წვლილს ქვეყნის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროების განვითარების მიმართულებით.
ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია, იმავე დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია. სტუმრებს თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად მათ დაათვალიერეს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის აკადემიური გარემო და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის, OSCE-ს მიმდინარეობის პროცესს დააკვირდნენ. ვიზიტორებს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ დაწვრილებით გააცნო პროგრამის სპეციფიკა, მიღწეული შედეგები და განვითარების სამომავლო გეგმები.
ვოლტერ რიდის არმიის კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ საშუალება,რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში გაეცნონ ლაბორატორიული მუშაობის სპეციფიკას და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიულ კვლევებში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაციის ვიზიტი თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო, დამსახურებული ანსამბლის კონცერტით დასრულდა.