ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
17 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტების მე-11 საზეიმო „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა.
ღონისძიებას თსსუ-ში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეთრი ხალათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს. სტუდენტების თეთრი ხალათებით შემოსვა სიმბოლოა იმ ვალდებულებისა, რასაც მათი პროფესიული საქმიანობა მოიცავს: თანაგრძნობა, თანამშრომლობა და მეცნიერულად დასაბუთებული ზრუნვა ადამიანებზე სამედიცინო კარიერაში მოგზაურობის პირველივე დღიდან.
გასული წლების მსგავსად, თეთრი ხალათების ცერემონია ამჯერადაც პომპეზური იყო. ღონისძიებას უძღვებოდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის პირველსემესტრელ სტუდენტებს სიტყვით მიმართა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა; პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, თსსუ-ის არჩეულმა რექტორმა; პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანის მოადგილემ; პროფესორმა მერი ჯო ლეკოვიჩმა, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარამენტის ხელმძღვანელმა; ასოცირებულმა პროფესორმა მაიკლ ლოვმა, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ონკოლოგიურმა ქირურგმა; პოლკოვნიკმა მეთიუ შერერმა, ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა; პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელმა; ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორმა. პირველსემესტრელებს სიტყვით მიმართა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეთერთმეტე სემესტრის სტუდენტმა, ლევან ალავიძემ.
ცერემონიას ესწრებოდნენ თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, უცხოელი სტუმრები და თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტები, მათი მშობლები და მეგობრები.
თეთრი ხალათების 2024 წლის ცერემონიას დაჯილდოვების გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა პოლკოვნიკ მეთიუ შერერს, ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორს. თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის საპატიო პრიზით, პროგრამის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, დაჯილდოვდნენ მოდულის - „კაციობრიობის შემოქმედებითობის” მასწავლებლები: ნანა ხეცურიანი, ლაშა ქურდაშვილი, ია ხუციშვილი, ანა მგალობლიშვილი და სასწავლო კურსის - „გახდი ექიმი” - პირველი კურსის მასწავლებლები: გვანცა ვარდოსანიძე, ელენე აზმაიფარაშვილი, ნინო თორია, მარიამ ღუღუნიშვილი, ნინო ყურაშვილი, სალომე ვორონოვი და თამთა თოლორდავა.
ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა, ტრადიციულად, პროგრამის ემბლემით გაფორმებული თეთრი ხალათებით საზეიმოდ შემოსეს სტუდენტები.
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) ხელშეწყობით 2013 წლიდან ფუნქციობს. სასწავლო პროგრამა ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების კურიკულუმზეა დაფუძნებული.
2023-2024 სასწავლო წელს პროგრამაზე მე-11 მიღების 56 სტუდენტი
ჩაირიცხა.