ემორის პროფესორი, მერი ჯო ლეკოვიჩი პედიატრიული კლერკშიფის მიმდინარეობის დროს იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ეწვია ემორის უნივერს...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის დელეგაცია სტუმრობდა ვოლტერ რიდის არმ...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამას ამერიკელი კოლეგები ეწვივნენ: პროფესორი მაიკლ ლოვი, ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ქი...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. ...
30 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის რიგით მეხუთე გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. სწავლის დასრულება არის მიღწევა, რომელიც იმსახურებს აღიარებას და წახალისებას. ეს არის მიზეზი იმისა, რომ გამოსაშვები დღე ყოველთვის ყველაზე ამაღელვებელია თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კალენდარში. ყოველ წელს პროგრამა კურსდამთავრებულებთან ერთად გრანდიოზული ცერემონიალით აღნიშნავს სწავლის დასრულებას.
ღონისძიების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი, ფაკულტეტის წარმომადგენლებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად, გამოსაშვები კურსის სტუდენტებს მოსავს სახელობითი ყელსახვევებით, რომელიც წარმოადგენს მედიცინის ხარისხის სიმბოლოს. ეს დღე ყოველთვის სავსეა ბედნიერებითა და სიამაყით. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 2023 წლის გამოსაშვებ ღონისძიებას თსსუ-ის თეატრალურმა დარბაზმა უმასპინძლა.კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება საგანგებო სიტყვით მიულოცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წარმომადგენლებმა: საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა, ასისტენტ-დეკანმა, პროფესორმა გორდონ ჩერჩვორდმა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა პროფესორმა, რაია ჩიორნიმ.
გამოსაშვებ ღონისძიებაზე შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართა დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტმა, რაგავენდრა სამირა კაპუმ: „ჩვენი მოგზაურობა თსსუ-ში აქ მთავრდება მრავალი საოცარი მოგონებებით, რომლებიც მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე გაგვყვება. არის ერთი რამ, რაც მე ვისწავლე 2023 წლის ამ კლასის ღირსშესანიშნავი ადამიანებისგან ბოლო 6 წლის განმავლობაში, - ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ გამოწვევას მივუდგე და გადავლახოთ. მადლობა პროგრამის ადმინისტრაციულ პერსონალს უზარმაზარი მხარდაჭერისთვის და მადლობა თსსუ-ის ყველა ფაკულტეტის წევრს იმ ცოდნისთვის, რომელიც თქვენ მოგვეცით, რამაც მიგვიყვანა იქ, სადაც დღეს ვართ ჩვენს სამედიცინო მოგზაურობაში. ჩვენ ეს შევძელით!.."
ღონისძიების მიმდინარეობისას დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია შედგა. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის წელს მადლობის ჯილდო გადაეცა პროფესორ გორდონ ჩერჩვორდს. კურსდამთავრებულთა გადაწყვეტილებით, სამაგალითო მასწავლებლის პრიზები გადაეცათ კლინიცისტებს, პროფესორ ნანი ყავლაშვილს, პროფესორ ნინო ქანთარიას, პროფესორ ნონა ჯანიკაშვილს. ასევე, ჰუმანიტარული საგნის მოწვეულ მასწავლებელს, - სალომე ძიძიგურს.
ცერემონიალის დასასრულს გამოსაშვები სემესტრის სტუდენტებმა პროგრამის დირექტორთან, ასოცირებულ პროფესორთან, ეკა ეკალაძესთან ერთად ჰიპოკრატეს ფიცი დადეს.
თბილისის სახელწმიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამისა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ პროგრამის კურსდამთავრებულებს!