5 ივლისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საბჭოების დარბაზში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარა ვაშაყმაძე, ჰოსპიტალური მედიცინის ცენტრისა და პროგრამის დირექტორი დასავლეთ ფლორიდის ჰოსპიტალში, ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „სეფსისის დიაგნოსტიკა და მკურნალობა: თანამედროვე მიდგომები“.
დასწრება თავისუფალია.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარა ვაშაყმაძე, ჰოსპიტალური მედიცინის ცენტრისა და პროგრამის დირექტორი დასავლეთ ფლორიდის ჰოსპიტალში.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამარა ვაშაყმაძემ 1994 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2010 წელს, მან სამედიცინო რეზიდენტურა და ჰოსპიტალური მედიცინის ასპირანტურა დაასრულა კოლუმბუსში, ოჰაიოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობს, როგორც ჰოსპუიტალის ექიმი და გახდა ჰოსპიტალრი პროგრამის სამედიცინო დირექტორი ციცნციტატში, ოჰაიოში არსებული ატრიმის სამედიცინო ცენტრის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვაშაყმაძეს ასევე აქვს ხარისხი ჯანდაცვის მენეჯმენტში ვრაიტის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელიც არის დაიტონში, ოჰაიოში.
2016 წლიდან უძღვება ჰოსპიტალური მედიცინის დეპარტამენტს დასავლეთ ფლორიდის ჰოსპიტაში, ქალაქ პენსაკოლაში, ფლორიდაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ვაშაყმაძემ ასევე თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო ჰუმანიტარულ საქმიანობას. მას აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის მაგისტრის ხარისხი ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. ის მუშაობდა სხვადასხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან საერთაშორისო განვითარების პროგრამებზე.