პროგრამაში ტრადიციად იქცა „თეთრი ხალათების ცერემონია“. თსსუ-ის ამერიკული პროგრამის პირველკურსელებს პომპეზური ღონისძიებით ეგებებიან და გზას ულოცავენ არა მხოლოდ უნივერსიტეტისა და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ადმინისტრაცია, არამედ პროგრამის მუდმივი მხარდამჭერები, მათ შორის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოში ვოლტერ რიდის სამეცნიერო ცენტრის, ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.