სწავლების მეოთხე წელს თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები ერთვებიან კლინიკურ სწავლებაში, რაც გულისხმობს შინაგანი მედიცინის, საოჯახო, ქირურგიული, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ფსიქიატრიული, ნევროლოგიური და ა.შ. მიმართულებების კლინიკურ გარემოში შესწავლას.
კლინიკური სწავლება ამერიკული პროგრამის სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიარონ სამედიცინო პრაქტიკა, მიიღონ გამოცდილება კლინიკურ გარემოში, დააკვირდნენ კლინიკურ გარემოს და ისწავლონ სხვადასხვა განყოფილებებში მუშაობის პრინციპები.
კლინიკური ტრენინგის დროს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები აწარმოებენ პაციენტის ისტორიას, სრულ ფიზიკურ გამოკვლევებს, წერენ შენიშვნებს პროგრესის შესახებ და ასისტენტობას უწევენ ექიმებს ოპერაციებსა და სხვა სამედიცინო პროცედურებში.
კლინიკური ტრენინგის მიზანია, ასწავლოს პროგრამის სტუდენტს კლინიკური გამოკვლევების, პაციენტის ფიზიკური შეფასებისა და მასზე ზრუნვის ძირითადი პრინციპები, ასევე, დაეხმაროს მას მომავალი სარეზიდენტო პროგრამის სწორად შერჩევაში. კლინიკური ტრეინინგის დროს მედიცინის სტუდენტი ურთიერთობს რეალურ პაციენტთთან, როგორც ექიმი, მაგრამ მის შეფასებებსა და რეკომენდაციებს განიხილავს და ამტკიცებს კლინიკური სასწავლო კურსის ხელმძღვანელი ექიმი.