7 ივნისს თსსუ-ის ამერიკული პროგრამის პირველი მიღების სტუდენტების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართება. სტუდენტებთან ერთად მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, საპატიო სტუმრები პროგრამის 7 დამამთავრებელი სტუდენტის სამედიცინო კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლას იზეიმებენ.
გამოსაშვები ცერემონიის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია მიწვეულ საპატიო სტუმრებთან ერთად გამოსაშვები ფორმის ყელსახვევით შემოსავს სტუდენტებს. საგანგებოდ ღონისძებისთვის თბილისს ეწვევიან ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორები.
ღონისძიებას 7 ივნისს 12 საათზე თსსუ-ის თეატრალური დარბაზი უმასპინძლებს.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, (საფოსტო ინდექსი 0186).